საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული საფეხბურთო ლიგის 25-ე ტური „აჭარაბეთ არენაზე“ გამართული მატჩით დასრულდა
საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული საფეხბურთო ლიგის 25-ე ტური „აჭარაბეთ არენაზე“ გამართული მატჩით დასრულდა. „დინამო ბათუმი“ – „დინამო თბილისის“ შეხვედრა ერთით ერთი დამთავრდა. 28-ე წუთზე მასპინძლები ანგოლელმა ლეგიონერმა დააწინაურა, რომლისთვისაც ეს სადებიუტო გოლი გახლდათ. სტუმართა მხრიდან წონასწორობა კი 81-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბა კვირკველიამ აღადგინა და 32 წლის ცენტრალურმა მცველმა „დინამო თბილისში“ პირველი ბურთი გაიტანა. 25 ტურის შემდეგ „დინამო ბათუმი“ მე-4, „დინამო თბილისი“ კი მე-6 ადგილზეა.
