უკრაინის პარლამენტში მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის წევრი, ანდრეი ოდარჩენკო, რომელსაც ბრალად ედება რეკონსტრუქციის სამინისტროს ხელმძღვანელობის მოსყიდვის მცდელობა, ქვეყნიდან გაიქცა
უკრაინის პარლამენტში მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის წევრი, ანდრეი ოდარჩენკო, რომელსაც ბრალად ედება რეკონსტრუქციის სამინისტროს ხელმძღვანელობის მოსყიდვის მცდელობა, ქვეყნიდან გაიქცა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, სახალხო დეპუტატი რუმინეთშია. ოდარჩენკომ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი რუმინეთთან და ამის შემდეგ რუმინეთის სამთავრობო ორგანოებსაც კი მიმართა თავშესაფრის მოთხოვნით.
