სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს კვლავ არაკონსტიტუციურ ქმედებებში ადანაშაულებენ
სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს კვლავ არაკონსტიტუციურ ქმედებებში ადანაშაულებენ. „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილს კანონიერ მოვალეობას ახსენებს, კერძოდ, ამნისტიის კანონს, რომელსაც ათასობით მსჯავრდებული და მათი ოჯახის წევრები ელოდებიან, ზურაბიშვილს კი ხელი ჯერ არ მოუწერია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგი უშინაარსო იყო.