ვითარება ახლო აღმოსავლეთში
ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური შეტევა ჰეზბოლაზე - ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის სამხრეთსა და ბექაას ხეობაში საერთო ჯამში დაჯგუფების 800-ს ობიექტს დაარტყეს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იერიშებს 182 ადამიანი ემსხვერპლა. მთელი დღის განმავლობაში სარაკეტო იერიშებს იგერიებდა ცაჰალიც.
