უსაფრთხო არჩევნები
შინაგან საქმეთა მინისტრმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, 26-ი ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. უწყებებს შორის კომპეტენციის ფარგლებში, ინფორმაციის კოორდინირებული გაცვლა მოხდება. დოკუმენტით განისაზღვრა საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობის ფორმები და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო.
