ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო გეგმას გამოეხმაურა კრემლი
ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო გეგმას გამოეხმაურა კრემლი. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის თქმით, მათ ომის დასრულების ამ გეგმის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ. დიმიტრი პესკოვის თქმით, თუკი ამის შესახებ ცნობას ოფიციალური წყაროებიდან მიიღებენ, მაშინ „სამშვიდობო გეგმას“ აუცილებლად დეტალურად შეისწავლიან. თუმცა კრემლის პრესმდივანმა ისიც აღნიშნა, რომ ომის დასრულების გეგმებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს იღებენ.
