ლიბანში ისრაელის შეტევის შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა, 400-მდე კი დაშავდა
ლიბანში ისრაელის შეტევის შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა, 400-მდე კი დაშავდა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულებს შორის არიან ქალები, ბავშვები და ექიმები. ისრაელის თავდაცვის ძალების განმარტებით, ლიბანის სამხრეთ ნაწილში საჰაერო თავდასხმები ჰეზბოლას 300 პოზიციაზე მიიტანეს. როგორც ცაჰალში განმარტეს, იერიშები მას შემდეგ განხორციელდა, რაც მოიპოვეს ინფორმაცია, რომ ჰეზბოლა ისრაელზე მორიგ მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა. ლიბანის სამხრეთში სხვადასხვა ქალაქებსა თუ სოფლებში ჰეზბოლას პოზიციებზე შეტევამდე ცაჰალმა ადგილობრივებს მოუწოდა, სახიფათო ტერიტორიები დაეტოვებინათ. ისრაელის მედიის ცნობით, მასშტაბური შეტევის მიუხედავად ჰეზბოლამ ისრაელის ჩრდილოეთში რამდენიმე ათეული რაკეტის გასროლა მაინც მოახერხა.
