უნგრეთის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობას ებრძვიან
უნგრეთის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობას ებრძვიან. სტიქიამ რეგიონში რამდენიმე სოფელი დატბორა. დაზიანებულია საქალაქთაშორისო საავტომობილო გზები და რკინიგზაც. რის გამოც რიგ დასახლებებთან კომუნიკაცია ვერ ხერხდება. ახლა წყალდიდობის რისკი უნგრეთის მეზობელ ხორვატიასა და სერბეთშია. ევროპის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობა უკვე რამდენიმე კვირაა მძვინვარებს. ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურმა სტიქიამ საერთო ჯამში 24 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
