აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განახლებული შემადგენლობით მთავრობის თავმჯდომარემ პირველი სხდომა გამართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განახლებული შემადგენლობით მთავრობის თავმჯდომარემ პირველი სხდომა გამართა. სხდომაზე ლევან მგალობლიშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის ძალისხმევის გაძლიერება წარმოადგენს. განიხილეს სამთავრობო პროგრამის განსახორციელებლად გასატარებელი ღონისძიებები.
