შალვა პაპუაშვილი ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს წინასაარჩევნო გარემოზე საქართველოში. ასევე, ოუენ მერფი დაინტერესდა საპარლამენტო საქმიანობით წინასაარჩევნო პერიოდში, რაზეც შალვა პაპუაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
