მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ინდექსით საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა და 11 წლიანი პროგრესით ევრაზიის კონტინენტზე ლიდერობს
მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ინდექსით საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა და 11 წლიანი პროგრესით ევრაზიის კონტინენტზე ლიდერობს. მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა“ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ინდექსს აქვეყნებს, რომელიც ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მრავალწლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შეფასების 100% იანი სისტემით საქართველომ 82 პროცენტი მიიღო. საქართველო 2012 წელს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის სიმცირით ევროპის ყველაზე სახიფათო ქვეყნების სამეულში რუსეთთან და ბელარუსთან ერთად იმყოფებოდა. 2023 წლის შედეგებით კი საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ და ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს: რუმინეთს, პოლონეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, ბოსნია ჰერცეგოვინას, მოლდოვას და უკრაინას. უთანაბრდება უნგრეთს და ხორვატიას.
