უკრაინული მედიის ინფორმაციას რომლის მიხედვითაც „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელმა მამუკა მამულაშვილმა თავისი მოწამვლის ამბავი შემოწირულებების მიღების მიზნით მოიგონა დეზინფორმაციას უწოდებს მამულაშვილი
უკრაინული მედიის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელმა მამუკა მამულაშვილმა თავისი მოწამვლის ამბავი, შემოწირულებების მიღების მიზნით, მოიგონა, დეზინფორმაციას უწოდებს მამულაშვილი. კონკრეტულ კითხვებს კი არ პასუხობს. ამავე სტატიის მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში „ქართულმა ლეგიონმა“ დააარსა ორგანიზაცია სახელად „ქართული ჰუმანიტარული ლეგიონი“. ორგანიზაციის თანახელმძღვანელები არიან ნაციონალური მოძრაობიდან ყოფილი დეპუტატი ნონა მამულაშვილი და რიჩარდ შარპი, რომელიც 2015 წელს დამნაშავედ ცნეს კომპანიებთან დაკავშირებით თაღლითობებსა და დეზინფორმაციის გავრცელებაში. დავუკავშირდით ნონა მამულაშვილსაც, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
