მიხეილ სააკაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანებისკენ მოუწოდებს
მიხეილ სააკაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანებისკენ მოუწოდებს. პარტია ახალში შეთავაზებაზე კომენტარს არ აკეთებენ, "ნაციონალურ მოძრაობაში" კი ამბობენ, რომ მათი კარი ღიაა. შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში, სადაც განმარტავენ, რომ პარტიების დაყოფისა და გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილებას, ოპოზიციის უცხოელი პატრონები იღებენ.
