ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა
პრემიერ-მინისტრი შეერთებულ შტატებში მსოფლიო ლიდერებს, საქართველოს მიერ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური განვითარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს გააცნობს. ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. მანამდე მონაწილეობას მიიღებს „მომავლის სამიტში“, სადაც განიხილება მშვიდობისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხები. პრემიერ მინისტრი სამიტზე სიტყვით დაახლოებით ორ საათში გამოვა. პრემიერის სიტყვით გამოსვლას ტელეკომპანია “იმედი” პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ
