სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან არჩევნების წინ სანქციებზე საუბარი ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე გავლენის მოხდენის მცდელობად ფასდება მმართველ გუნდში
სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან არჩევნების წინ სანქციებზე საუბარი ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე გავლენის მოხდენის მცდელობად ფასდება მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ეს არის შანტაჟის ენით საუბარი. შეფასებები კეთდება 25 სექტემბერს სენატში დაგეგმილ განხილვაზე, რომლის ინიციატორი ჯინ შაჰინია. მმართველი გუნდი მეგობრულ განცხადებებს არ ელოდება. ოპოზიცია კი ერთის მხრივ ამბობს, რომ სანქციები ქვეყანას დააზარალებს, თუმცა აქვე ამბობენ, რომ სანქციების დაწესება აუცილებელია.
