ისრაელი ლიბანის სამხრეთ ნაწილის მოსახლეობას მოუწოდებს დატოვონ ჰეზბოლას ობიექტებთან ახლოს მდებარე ტერიტორიები
ისრაელი ლიბანის სამხრეთ ნაწილის მოსახლეობას მოუწოდებს დატოვონ ჰეზბოლას ობიექტებთან ახლოს მდებარე ტერიტორიები. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის განცხადებით, დაჯგუფება ჰეზბოლა ისრაელის მიმართულებით ახალ თავდასხმებს გეგმავდა, სწორედ ამიტომ ცაჰალმა მათ პოზიციებზე ავიაიერიშები დაიწყო. ლიბანის სამხრეთ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობისთვის სპეციალურად არაბულენოვანი მიმართვა გავრცელდა. ამასთან ერთად ლიბანის მოქალაქეებს სპეციალური შეტყობინება მობილურ ტელეფონებზეც მიუვიდათ.
