ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, ევროპას რუსეთთან ურთიერთობის გადახედვა მოუწევს
ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, ევროპას რუსეთთან ურთიერთობის გადახედვა მოუწევს. პარიზში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა რომ ომის შემდეგ, საჭირო იქნება არამხოლოდ მოსკოვთან ურთიერთობის გადახედვა, არამედ მშვიდობიანი ევროპის ახალ ორგანიზაციულ ფორმაზე დაფიქრება და ახალი საერთაშორისო წესრიგის მშენებლობა. ემანუელ მაკრონის თქმით, ამჟამად ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ არასრულყოფილი და უსამართლო საერთაშორისო წესრიგია.
