თბილისის N2 საბავშვო ბაგა-ბაღი ახალ სააღმზრდელო წელს რეაბილიტირებულ შენობაში შეხვდა
ჩუღურეთის რაიონში ახლად რეაბილიტირებულ N2-ე საბავშვო ბაგა-ბაღში, თბილისის მერი, ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად იმყოფებოდა. საბავშვო ბაღი 10-ჯგუფიანია და 290-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი.
