სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე ახალგაზრდული პარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ
სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე ახალგაზრდული პარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ. სპეციალური ოპერაციების სარდლობის წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს ქვედანაყოფის ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კი, თავდაცვის კოდექსის შესახებ პრეზენტაცია გამართა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდებმა ბაზაზე გამოფენილი ტექნიკა დაათვალიერეს, მიზანში სროლის საკუთარი შესაძლებლობებიც გამოსცადეს.
