მამულაშვილის სკანდალი
უკრაინული მედიის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელმა მამუკა მამულაშვილმა საკუთარი მოწამვლის ამბავი მოიგონა ,შემოწირულებების მიღების მიზნით, დეზინფორმაციას უწოდებს მამულაშვილი, კონკრეტულ კითხვებს კი არ პასუხობს. ამავე სტატიის მიხედვით, ტეხასში „ქართულმა ლეგიონმა“ დააარსა ორგანიზაცია სახელად „ქართული ჰუმანიტარული ლეგიონი“. ორგანიზაციის თანახელმძღვანელები არიან ნაციონალური მოძრაობიდან ყოფილი დეპუტატი ნონა მამულაშვილი და რიჩარდ შარპი, რომელიც 2015 წელს დამნაშავედ ცნეს კომპანიებთან დაკავშირებით თაღლითობებსა და დეზინფორმაციის გავრცელებაში. დავუკავშირდით ნონა მამულაშვილსაც, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
