გვარამიას პარტიის გადასარჩენად, მიხეილ სააკაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს ოფიციალურად ისევ პარტიაში იწვევს
გვარამიას პარტიის გადასარჩენად, მიხეილ სააკაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს ოფიციალურად ისევ პარტიაში იწვევს. პარტია ახალში ჯერ კომენტარს არ აკეთებენ, ნაციონალურ მოძრაობაში კი ამბობენ, რომ მათი კარი ღიაა. მმართველი გუნდის განცხადებით, ცალკე პარტიები არ არსებობს და ოპოზიცია საარჩევნო ბარიერის გადალახვისთვის საზოგადოებას მორიგ სპექტაკლს სთავაზობს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ დაყოფისა და გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილებას, ოპოზიციის უცხოელი პატრონები იღებენ.
