პრემიერ-მინისტრი შეერთებულ შტატებში მსოფლიო ლიდერებს, საქართველოს მიერ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური განვითარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს გააცნობს
პრემიერ-მინისტრი შეერთებულ შტატებში მსოფლიო ლიდერებს, საქართველოს მიერ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური განვითარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს გააცნობს. ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. მანამდე მონაწილეობას მიიღებს „მომავლის სამიტში“, სადაც განიხილება მშვიდობისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხები. ირაკლი კობახიძეს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრებიც.
