ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს უნივერსიტეტმა 6200 მდე პირველკურსელი მიიღო. 26 ათასამდე სტუდენტს თსუ განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, თსუ-ს უმაღლესი შეფასებით, სრული და უპირობო 6-წლიანი ავტორიზაცია მიენიჭა.
