„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები ამჯერად ფოთსა და ქუთაისში გაიმართება
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები ამჯერად ფოთსა და ქუთაისში გაიმართება. ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე ღამის შოუს ბენდი, თეატრალური კვარტეტი, თიკა მახალდიანი, სალომე ბაკურაძე და გია ნიკოლაძე სცენას 20 საათიდან დაიკავებენ, ხოლო ფოთში ბანი, ნუცა ბუზალაძე და ბენდი, ზუკა ხუციშვილი და შოთიკო ტატიშვილი გამოუცხადებენ მხარდაჭერას მმართველ პარტიას. გუშინ კი ღონისძიებები, მესტიასა და ამბროლაურში გაიმართა.
