ჩვენი კოლეგის, მეგობრის, მიშო ბიძინაშვილის პროფესიონალიზმის კიდევ ერთი დადასტურება და აღიარება
ჩვენი კოლეგის, მეგობრის, მიშო ბიძინაშვილის პროფესიონალიზმის კიდევ ერთი დადასტურება და აღიარება. ტელეიმედის და „იმედის კვირის“ ოპერატორი, რომელიც 2024 წლის თებერვალში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად დაიღუპა, ფესტივალ „ოქროს თვალის“ ჟიურის და ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ნომინაციის - „სარისკო კადრის“ გამარჯვებულია. დაჯილდოების ცერემონია ბათუმში გაიმართა. მიშოსთვის დაწესებული პრიზი მის ოჯახს გადაეცემა. ამ თემაზე ვრცელ რეპორტაჟს დღეს „იმედის კვირაში“ ნახავთ. ნომინაციაში, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი - საუკეთესო კადრი კი ოქროს თვალის ჯილდო ასევე „იმედის კვირის“ ოპერატორს, გიორგი ძოწენიძეს გადაეცა, რომელიც ფესტივალის გამარჯვებული უკვე მეორედ გახდა.