ლეგენდების მატჩი - მოგზაურობა დროში და შესანიშნავი ატმოსფერო მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე
მოგზაურობა დროში და შესანიშნავი ატმოსფერო მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების მატჩმა მოლოდინი გაამართლა. მეტოქე გუნდის ფეხბურთელები სამშობლოში გამარჯვებული და კმაყოფილი ბრუნდებიან, თუმცა, მათ მოგება მხოლოდ პენალტების სერიაში მოახერხეს, ძირითადი დრო კი ანგარიშით 2:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრებისა და „მილანის” ლეგენდების მატჩს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან და პარლამენტარებთან ერთად დაესწრო.
