კულტურის სამინისტრომ და კომპოზიტორთა კავშირმა მიმდინარე წლის თანამშრომლობა შეაჯამეს
კულტურის სამინისტრომ და კომპოზიტორთა კავშირმა მიმდინარე წლის თანამშრომლობა შეაჯამეს. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო, ინფორმაცია კომპოზიტორთა კავშირის საჭიროებების, პრობლემებისა და სამომავლო საქმიანობის შესახებ. ასევე, განიხილეს სამინისტროსა და კავშირს შორის არსებული თანამშრომლობის შედეგები. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სამინისტროსა და კავშირს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება და, პირველ რიგში, შესრულდება საქართველოს მთავრობის 2023 წლის 12 აპრილის განკარგულება. შედეგად, კავშირი შეძლებს, უახლოეს მომავალში დაფაროს მის წინაშე არსებული სახელფასო დავალიანება და ფინანსურად უფრო მყარ პირობებში იზრუნოს ქართველ კომპოზიტორთა ხელშეწყობაზე, საგამომცემლო საქმიანობის განახლებასა და კომპოზიტორთა კავშირის შენობის რეაბილიტაციაზე.