სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ერთ დღე-ღამეში რეკორდული რაოდენობის თოვლი მოვიდა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ერთ დღე-ღამეში რეკორდული რაოდენობის თოვლი მოვიდა. უხვი ნალექის გამო ავტომაგისტრალებზე ავტომობილები ჩაიხერგნენ, პარალიზებული იყო შემოვლითი გზებიც. ადგილობრივი მეტეოროლოგების ინფორმაციით, ნალექის ოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
