მოღალატეთა სექტორი
ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ მოღალატეობრივ ქმედებებს პასუხს 26 ოქტომბერს მოსახლეობა გასცემს - ასე ეხმიანება „ქართული ოცნება“ ქართველი ენჯეოების მოთხოვნას, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს. მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ ვიწროპარტიული ინტერესებით მოაზროვნე არასამთავრობო ორგანიზაციების სურვილია, არსებული ხელისუფლების პირობებში, ქვეყანამ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას ვერ მიაღწიოს. ენჯეოები, რომლებიც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვენ, ჩვენს სატელეფონო ზარებს ისევ არ პასუხობენ.
