ოთარ კაკაბაძემ პოლონეთის წლევანდელ ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა
ოთარ კაკაბაძემ პოლონეთის წლევანდელ ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა. ექსტრა კლასას მე-9 ტურში „კრაკოვიამ“ სტუმრად „პუშჩა“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა, გამარჯვების ბურთი კი 67-ე წუთზე ქართველი მარჯვენა მცველის ანგარიშზეა. კაკაბაძემ მარჯვენა ფლანგიდან ეფექტური დარტყმით აიღო მასპინძლების კარი და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.
