ვანში სახალხო დღესასწაული მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა
ვანში სახალხო დღესასწაული მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ვანის ტურიზმის ცენტრმა ადგილობრივი ღვინისა და შემოდგომის ნობათის გამოფენა-დეგუსტაცია მოაწყო. ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა წარმოადგინა საინტერესო და შემეცნებითი აქტივობები. გარდა ამისა დაჯილდოვდნენ საპატიო მოქალაქეები და ჩოხოსნები. დღის ბოლოს ჯგუფ „ურსას“ და „არგოს“ მონაწილეობით გალაკონცერტი გაიმართა.
