ჟან-ლუკ მელანშონის განცხადება
მემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ დამფუძნებელი ჟან-ლუკ მელანშონი მიიჩნევს, რომ საფრანგეთის ახალ მთავრობას მომავალი არ აქვს და მის წევრებს დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოუწოდებს. „მაკრონის ახალი კატასტროფის ჟანრის ფილმის მსახიობთა შემადგენლობა ცნობილი გახდა. ამ გაერთიანებას არც ლეგიტიმურობა აქვს და არც მომავალი. ჩვენ რაც შეიძლება მალე უნდა მოვიშოროთ ის“, – წერს მელანშონი სოციალურ ქსელში.
