საფრანგეთის ახალი მინისტრთა კაბინეტი
საფრანგეთის ახალი მინისტრთა კაბინეტი კონსერვატიული პარტიის რესპუბლიკელების, პრეზიდენტ მაკრონის ცენტრისტული ბლოკის და მათი მოკავშირეების წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. მთავრობის ახალი შემადგენლობა საპარლამენტო არჩევნებიდან ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ახალ მთავრობას პარლამენტში უმრავლესობა არ აქვს. ამის გამო, საკანონმდებლო ინიციატივების დასამტკიცებლად მათ რეგულარულად მოუწევთ ოპოზიციური ჯგუფების მხარდაჭერის მოპოვება.
