ალაბამას შტატში მომხდარი სროლისას 4 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა
4 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა ალაბამას შტატში მომხდარი სროლისას. პოლიციის ინფორმაციით, 2 მამაკაცი და 1 ქალი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპნენ. კიდევ ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სამართალდამცველების ვარაუდით, სროლაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა ფაქტზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.
