ირანში, ქვანახშირის მაღაროში, მეთანის გაზის აფეთქების შედეგად სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა
სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა ირანში, ქვანახშირის მაღაროში, მეთანის გაზის აფეთქების შედეგად. შემთხვევა სამხრეთ ჰოროსანის პროვინციაში მოხდა. გავრცელებული ცნობით ინციდენტისას მიწისქვეშა საბადოში 69 მუშა იმყოფებოდა. 24 ადამიანი დაკარგულად ითვლება. მაღაროს მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო და სამძებრო ოპერაცია ტარდება.
