რამალაში, ტელეკომპანია „ალ ჯაზირას“ ახალი ამბების სააგენტოს მუშაობა აეკრძალა
რამალაში, ტელეკომპანია „ალ ჯაზირას“ ახალი ამბების სააგენტოს, მუშაობა აეკრძალა. კატარული ტელეარხის ფილიალში გამთენიისას ისრაელელი სამხედროები შევიდნენ და რედაქციის წარმომადგენლებს მუშაობის 45 დღით შეწყვეტის განკარგულება გადასცეს. პარალელურად ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ცახალის სამხედრო მანქანები პატრულირებენ.
