NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სერჟანტთა სამხედრო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო კონფერენცია
საქართველომ, NATO-ს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში, NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სერჟანტთა სამხედრო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მე-3 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას ქალაქ ბათუმში უმასპინძლა. ღონისძიებაზე ახალი თაობის სამხედრო მოსამსახურეების სწავლებისა და წვრთნის მნიშვნელობაზე, ასევე, ქართველი სამხედრო ტექნიკოს-სპეციალისტთა იერარქიული სისტემების განვითარებაზე იმსჯელეს. შეხვედრა სერჟანტთა სამხედრო პროფესიული განათლების NATO-ს სტანდარტების შესაბამისად განვითარებას ისახავს მიზნად.
