თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში რიგით 173-ე სეზონს ოპერა „აბესალომ და ეთერი“ გახსნის
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ახალ, რიგით 173-ე სეზონს ტრადიციულად უდიდესი ქართველი კომპოზიტორის, ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“ გახსნის. საღამო ამ სპექტაკლის დამდგმელ რეჟისორს გიზო ჟორდანიას 90 წლისთავს ეძღვნება. ასევე სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერია და ბალეტის თეატრის სოლისტები , გუნდი, ორკესტრი, საბალეტო დასი და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.
