ირაკლი კობახიძე საქართველოს ნაკრებისა და „მილანის” ლეგენდების მატჩს დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან და პარლამენტარებთან ერთად, საქართველოს ნაკრებისა და „მილანის” ლეგენდების მატჩს დაესწრო. როგორც იცით, თამაში, რომელიც თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართა, პენალტების სერიაში „მილანის” გამარჯვებით დასრულდა. ლეგენდების მატჩი საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა.
