ლეგენდების მატჩი - მოგზაურობა დროში და შესანიშნავი ატმოსფერო მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე
მოგზაურობა დროში და შესანიშნავი ატმოსფერო მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების მატჩმა მოლოდინი გაამართლა. მეტოქე გუნდის ფეხბურთელები სამშობლოში გამარჯვებული და კმაყოფილი ბრუნდებიან, თუმცა, მათ მოგება მხოლოდ პენალტების სერიაში მოახერხეს, ძირითადი დრო კი ანგარიშით 2:2 დასრულდა. სტადიონზე კვლავ ვიხილეთ პარალიმპიელი მედალოსნები. ეს თამაში უკვე წარსულის საკუთრებაა, მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე გრანდთან მიმდინარეობს. ვინ იქნება შემდეგი, ახლო მომავალში გაირკვევა.

სიუჟეტის ავტორი: სოფო ერქვანია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები