რუსთავში რუსთავქალაქობა 2024 აღნიშნეს
რუსთავში რუსთავქალაქობა 2024 აღნიშნეს. სადღესასწაულო ღონისძიებები, ქალაქის სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და გვიან ღამით, გალაკონცერტით დასრულდა. დღესასწაულის მთავარი კონცერტი, სიურპრიზით- სპეციალურად რუსთავზე დაწერილი სიმღერების პრემიერით დაიწყო. ქალაქის დღე განსხვავებულად მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს იმ რუსთაველებს, რომლებიც თავისი საქმიანობით, რუსთავის თანამედროვეობას ქმნიან. საღამო, ჯგუფი რეგიონის საათნახევრიანი კონცერტით დასრულდა.
