მოღალატეთა სექტორი
ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ მოღალატეობრივ ქმედებებს პასუხს 26 ოქტომბერს მოსახლეობა გასცემს - ასე ეხმიანება „ქართული ოცნება“ ქართველი ენჯეოების მოთხოვნას, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს. მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ ვიწროპარტიული ინტერესებით მოაზროვნე არასამთავრობო ორგანიზაციების სურვილია, არსებული ხელისუფლების პირობებში, ქვეყანამ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას ვერ მიაღწიოს.
