ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი
ქართულ მრავალხმიანობას ყურს თუ ერთხელ მოკრავ, შეუძლებელია ის ოდესმე დაგავიწყდეს და ის ღვინოსთან ერთად ჩვენი ქვეყნისა და იდენტობის სავიზიტო ბარათია. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ ფოლკლორული ჯგუფები პლანეტის სხვადასხვა კუთხიდან ქართული სიმღერების ჯერ შესწავლას, შემდეგ კი შესრულებას ცდილობენ. „საქართველო ტრადიციული მუსიკის შეხვედრის ადგილი” - ამ სახელწოდებით უკვე მეხუთედ ფოლკლორული ფესტივალი იმართება. დღეს ლეჩხუმში პროფესიონალების დახმარებით სახვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა სტუმრებმა უძველესი სარიტუალო სიმღერა შეისწავლეს, რომელსაც თბილისში გამართულ საერთაშორისო ფეატივალის დასკვნით კონცერტზე ერთობდლივად იმღერებენ. ხათუნა მაისურაძე გვიამბობს, ქართული ფოლკლორის მიზიდულობის ძალაზე.
სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
