ლეგენდების მატჩი
მიხეილ მესხის სტადიონზე ფეხბურთის მოყვარულებისთვის ნამდვილი საფეხბურთო ზეიმია. კაკა, კაფუ, დიდა, ზეედორფი, რივალდო - ეს გვარები საფეხბურთო სამყაროს ნამდვილი თანავარსკვლავედია, რომელიც მილანის ლეგენდების სახელით ერთიანდება. ამ შეხვედრასაც ლეგენდების მატჩი ჰქვია. მილანის საჩემპიონო შემადგენლობას ქართული ფეხბურთის ლეგენდები გაუწევენ წინააღმდეგობას. მილანელებისთვის ეს პირველი სტუმრობა არ არის, ისინი უკვე მესამედ ჩამოდიან თბილისში. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კახი კალაძის მოწვევით მომავლაში კიდევ სხვა გუნდების ვარკვლავების ჩამოსვლა იგეგმება. ნოდარ სიმსივე, ვისი უპირატესობით ჩატარდა ლეგენდების მატჩი თუ გაიმარჯვა მეგობრობამ?