მამულაშვილის სკანდალი
„ქართული ლეგიონის“ ლიდერი იტყუებოდა, რომ მოწამლეს, რათა შემოწირულობა მიეღო და შეექმნა საეჭვო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც კავშირშია ამერიკელ თაღლითთან. ამ სათაურით სტატიას გამოცემა „უკრაინა თუდეი“ აქვეყნებს. სტატიაში ნათქვამია, რომ 2024 წლის ივნისში მამულაშვილმა „რადიო თავისუფლებას“ მისი მოწამვლის შესახებ აცნობა. „ის აცხადებდა, რომ გერმანიაში ჩატარებულმა ანალიზმა სისხლში სხვადასხვა ნივთიერებების გადაჭარბებული რაოდენობა დაადასტურა, მოგვიანებით კი „ქართული ლეგიონის“ „ტვიტერის გვერდზე მამულაშვილის მკურნალობისთვის შემოწირულობების შეგროვება დაიწყო და ჯამში 20 ათასი დოლარი შეიკრიბა. გამოქვეყნდა ანალიზის პასუხიც, რომლისთვისაც ყურადღება არავის მიუქცევია, თუმცა აღმოჩნდა, რომ სისხლში დარიშხანის, ვერცხლისწყლისა და ტყვიის შემცველობა ნორმას არ აღემატებოდა და ამ მაჩვენებლებით მამულაშვილს არ ესაჭიროებოდა შეერთებულ შტატებში სამკურნალოდ წასვლა. მამულაშვილს დღემდე არ აუხსნია, თუ რაში დაიხარჯა შეგროვერბული ფული. - წერს „უკრაინა თუდეი.“
