დამნაშავის შემოპარვის მიზანი
ხელისუფლება უკვე რამდენიმე კვირაა მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციის ნაწილის დესტრუქციული გეგმები აქტიურდება. ასეთი გეგმები წინაასაარჩევნოდ ლამის ტრადიციად იქცა. ამის საილუსტრაციოდ მმართველი ძალა მიხეილ სააკაშვილის შემოპარვასაც იხსენებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ხელისუფლებაში აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ წითელი ცირკულარით ძებნილი დავით, იგივე დარჩო ხეჩუაშვილი საქართველოში არალეგალურად, ე.წ მწვანე ზონით შემოსვლას სწორედ დესტრუქციული მიზნით ცდილობდა. ხეჩუაშვილმა, რომელმაც 8 წლის წინ ასევე წინასაარჩევნოდ გივი თარგამაძის მკვლელობა სცადა და პოლიტიკოსის მანქანა ააფეთქა.
