ენჯეოები საქართველოს წინააღმდეგ
ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ქვეყანამ 2017 წელს ქართული ოცნების პირობებში მიიღო, ცალსახად საქართველოს მონაპოვარია და ნებისმიერ პოლიტიკურ კუთვნილებაზე მაღლა დგას. ყოველი შემთხვევისთვის, ასე უნდა იღებდეს ამ საკითხს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე. როგორც ირკვევა, საკითხი ყველასთვის ასე სულაც არ არის. მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშიდან ვიგებთ, რომ რიგი ქართული არასამთავრობოები მცდელობას არ აკლებენ ხელისუფლებაზე ზეწოლის იარაღად, სწორედ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება გამოიყენონ და ამით ქართულ ოცნებაზე დამაზიანებელი ეფექტი მოახდინონ. უვიზო მიმოსვლის თემა, როგორც სადამსჯელო მექანიზმი, აქტიურად განიხილება ბოლო ერთი კვირაა. მმართველმა ძალამ ამის ერთ-ერთ კვალს სწორედ არასამათავრობო სექტორში მიაგნო და ამის საფუძველზე კიდევ ერთხელ გამოიყენა ამ ორგანიზაციებისთვის ეპითეტი: უსამშობლოები. რატი მეტრეველი გვაიმბობს, ვინ დგას მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის წართმევის უკან მაკკეინის ინსტიტუტის დასკვნის მიხედვით.