53 ადამიანი დაიღუპა და 51 დაკარგულად ითვლება მექსიკაში სინალოას ნარკო კარტელის დაჯგუფებებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად
53 ადამიანი დაიღუპა და 51 დაკარგულად ითვლება მექსიკაში სინალოას ნარკო კარტელის დაჯგუფებებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად. დაპირისპირება ივლისში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი დაჯგუფების ლიდერი ისმაელ სამბადა დააკავეს და შეერთებულ შტატებს გადასცეს. ექსტრადირებულმა სამბადამ განაცხადა, რომ ის სინალოას კარტელის სხვა დაჯგუფებამ გაიტაცა და პოლიციას გადასცა, რასაც ძალადობის ახალი ტალღა მოჰყვა. პოლიციამ ძალადობის შესაჩერებლად მასშტაბური სპეცოპერაციები ჩაატარა და 40-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრა.
