„საქართველო ტრადიციული მუსიკის შეხვედრის ადგილი”
„საქართველო ტრადიციული მუსიკის შეხვედრის ადგილი” - ამ სლოგანით ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი წელს მეხუთედ ტარდება. დღეს უცხოელ სტუმრებს ლეჩხუმში უმასპინძლეს. პროფესიონალების დახმარებით სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა სტუმრებმა ქართველებთან ერთად უძველესი სარიტუალო სიმღერა შეისწავლეს, რომელსაც თბილისში გამართულ საერთაშორისო ფესტივალის დასკვნით კონცერტზე ერთობლივად იმღერებენ. სიმღერასთან ერთად უცხოელებმა ქართული ღვინო და სამზარეულოც დააგემოვნეს. ფესტივალი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.