24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში ქართული კულტურის დღეები გაიმართება
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით 24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში ქართული კულტურის დღეები გაიმართება. პროგრამა მრავალფეროვან კულტურულ ღონისძიებებს მოიცავს.
